გიორგი ვაშაძე: წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის კიდევ ერთი ბლეფი

პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე წყალტუბოში სანატორიუმების შესყიდვასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს.

„29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს. სამწუხაროდ, ჩემს უკან რაც ხდება, ეს არის მთელს წყალტუბოში. ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი – ან საქართველო რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული. მუდმივად გვატყუებენ. ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ.

იმასაც გეტყვით, რომ 350 000 000 თავის დროზე წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის უნდა დახარჯულიყო. გააჩერეს ეს პროექტი. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ახლა მითხრეს, რომ ციხეში ზის. ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა, როგორც ჩანს, ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს“.

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ  წყალტუბოში სანატორიუმების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშილმა, 2019 წლის 29 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მიიღო გადაწყვეტილება, სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს.

სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: ბიძინა ივანიშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად