გიორგი ვაშაძე: თვალის ყველა დამთხრელი და სისასტიკის ჩამდენი დაისჯება

“თვალის ყველა დამთხრელი და სისასტიკის ჩამდენი დაისჯება, ვინც 20 ივნისს ეს გააკეთა. რატომ ჩავაწერინეთ “ქართულ ოცნებას” რომ კონვენციურ მუხლებს არ უნდა შეეხოს?!” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, მათ ჩააწერინეს? – პასუხობს:

“117-ე მუხლი და კონვენციური დანაშაულები. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, როდესაც ვხვდებოდით და შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებს ვიხილავდით.

აზრს არ მამთავრებინებთ… დიახ, პარლამენტში გვქონდა შეხვედრა, სადაც გარანტია მოგვცეს, რომ კონვენციურ მუხლებსა და 117-ე მუხლზე არც მათ კანონპროექტში გავრცელდება. საიამ საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ეს გავრცელდებოდა კონვენციურ მუხლზე, ეს საფრთხეს შეუქმნიდა სტრასბურგში გაგზავნილ მათ საქმეს და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...