გიორგი ვაშაძე: თუ ” ქართული ოცნება” დაარღვევს შეთანხმებას, მიიღებს მძიმე განაჩენს

” კონსტიტუცია მათ არასდროს აინტერესებდათ”-ამის შესახებ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ფორმულასთან” განაცხადა.

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერი განმარტავს, მმართველ ძალა შეთანხმების დარღვევით მძიმე განაჩენს მიიღებს:

” ამ ორივე დოკუმენტზე არის ჩვენი პარტნიორების დადასტურებული ხელმოწერები. თუ ისინი ამას დაარღვევენ, მიიღებენ ძალიან მძიმე განაჩენს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. კონსტიტუცია მათ არასდროს აინტერესებდათ და პარტიული ინტერესით მოქმედებენ მხოლოდ”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.

ასევე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად