გიორგი ვაშაძე: თუ “ოცნება” ამნისტიას მელიას ნებას მიაბამს, ის შეთანხმებას დაარღვევს

თუ “ოცნება” ამნისტიას მელიას ნებას მიაბამს, ის შეთანხმებას დაარღვევს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამნისტია არ გავრცელდება 117-მუხლზე და კონვენციურ დანაშაულზე. თუ დამატებით სხვა მუხლებია მოსათხოვი, დავჯდეთ და მოვითხოვოთ. არ მომწონს მე “ქართული ოცნების” კანონპროექტი და ამიტომ არის ჩვენი კანონპროექტი რეგისტრირებული და სამუშაო პროცესში უნდა დავხვეწოთ.

მელიას რაც შეეხება, ნიკა მელიას ყოველგვარი ქმედების დამოუკიდებლად ის ამ ამნისტიის კანონით უნდა გათავისუფლდეს”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, თუ ამ რედაქციით გავა კანონი, გავა თუ არა მიშელის შეთანხმებიდან? – ვაშაძე ასე პასუხობს:

“ჩემი აზრით, თუ ნიკა მელიას ნებას მიაბამს “ქართული ოცნება” ამნისტიის კანონს, ის შეთანხმებას დაარღვევს”, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, თუ ამის გატანას ეცდება “ოცნება”, მაშინ მას ხელს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების საშუალებით შეუშლიან ხელს.

კომენტარები
იტვირთება...