გიორგი ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა იმდენი არჩევნები წააგეს, აღარ გვაქვს ფუფუნება, კიდევ წავაგებინოთ, გვინდა, ისინიც ჩვენი დიდი გამარჯვების თანამონაწილეები გახდნენ უკვე არჩევნების შემდეგ”.

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წინასაარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს

„პირობა მოგეცით, რომ გადავერთვებოდი თვითმმართველობის არჩევნების მზადებისთვის, დავიწყე გუშინ. 15 ივლისამდე მოგვეცით დრო და 15 ივლისამდე გვექნება ისეთი საარჩევნო კამპანია, რომელიც დიდი გამარჯვებას მოუტანს თბილისსაც და რეგიონებსაც.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა იმდენი არჩევნები წააგეს, აღარ გვაქვს უკვე იმის ფუფუნება, რომ კიდევ წავაგებინოთ არჩევნები. ამიტომ, გვინდა, რომ ისინიც ჩვენი დიდი გამარჯვების თანამონაწილეები გახდნენ უკვე არჩევნების შემდეგ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის სისტემურად მუშაობს. ახლა გვექნება კონსულტაციები და დამერწმუნეთ გამარჯვების ფორმულას დავდებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...