გიორგი ვაშაძე: შეთანხმება „არ ტეხავს“, ხალხო, დამოუკიდებლობა ეროვნულმა თანხმობამ მოგვიტანა

შეთანხმება “არ ტეხავს”, ხალხო. დამოუკიდებლობა სწორედ ეროვნულმა თანხმობამ მოგვიტანა.

ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა “რუსთავი 2-ის” ეთერში ხელისუფლების მისამართით განაცხადა, რომ მას გამბედაობა არ აკლია, მაგრამ მთავრობისგან უნდა გამბედაობა იმისა, რომ რეალურად გაუსწორონ თვალი პრობლემას.

“არც გამბედაობა მაკლია და არც არაფერი, მაგრამ მე ხელისუფლებისგან მინდა გამბედაობა იმისა, რომ რეალურად გაუსწორონ თვალი პრობლემას. არ შეიძლება, რომ ადამიანები საპატიმროში გყავს და უბრალოდ ჯიუტობ მათ გამოშვებაზე. რა სახელმწიფო გვინდა ავაშენოთ, თუ ციხეში გვინდა ხალხი გამოვამწყვდიოთ. შეთანხმება “არ ტეხავს” ხალხო. დამოუკიდებლობა სწორედ ეროვნულმა თანხმობამ მოგვიტანა. ამის შემდეგ, რა უთანხმოებაც მოხდა ქვეყანაში, ყოველთვის შეუთანხმებლობის გამო იყო ეს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...