გიორგი ვაშაძე: შარლ მიშელის დოკუმენტი არ ჩავარდება, დამშვიდდით! დოკუმენტის ბოიკოტში დარჩენა ნონსენსია!

შარლ მიშელის დოკუმენტი არ ჩავარდება, დამშვიდდით! დოკუმენტის ბოიკოტში დარჩენა ნონსენსია! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“ამ დოკუმენტის ჩავარდნა “ქართული ოცნების” ინტერესში შედის და შარლ მიშელის დოკუმენტის ბოიკოტში დარჩენილი ოპოზიციური პარტიების ინტერესებში. პრაგმატულად ასეა, რომ ემთხვევა “ოცნების” და ოპოზიციის ამ ნაწილის ინტერესები. მარტო “ევროპული საქართველოსი” არა, შესაძლოა სხვა პარტიებისაც,

ვინც ხელი არ მოაწერა. ცდილობენ შემოგვიტრიალდნენ და გვითხრან, რომ აი ჩავარდა. მე კი ვეუბნები მათ: დამშვიდდით მეგობრებო, არ ჩავარდება. გავაკეთებინებთ! ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილების დარეგისტრირება ხომ არ უნდოდათ? – დავარეგისტრირებინეთ. არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდოდათა, მაგრამ გავათავისუფლებინეთ. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ და ასე მივდივართ წინ. შარლ მიშელის დოკუმენტის ბოიკოტში დარჩენა ნონსენსად მიმაჩნია. ამის გარეშე სანქციებზე ლაპარაკი არ იქნებოდა ხალხო, ნუთუ დავბრმავდით და დავყრუვდით?!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...