გიორგი ვაშაძე სერგი კაპანაძეს: ერთი-ერთზე ჰგავს, ნუ გაიმეორებთ “ქართული ოცნების” ნარატივს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “ღამის მთავართან” “ევროპული საქართველოს” წევრს, სერგი კაპანაძეს შენიშვნა იმის გამო მისცა, რომ “ნაცმოძრაობას” მოიხსენიებდა როგორც ცალკე პარტიას, გაერთიანებულ ოპოზიციის გარეშე. 

ვაშაძის  კაპანაძეს უთხრა, რომ მისი საუბარი “ქართული ოცნების” თხრობას ჰგავს.

სერგი კაპანაძე: გიგა ბოკერიას არ უთქვამს არა სააკაშვილს, არა ივანიშვილსა, მკვეთრი იერარქია იყო, ცუდია თუ ბევრმა ჩათვალა ასე.

პირველი ამოცანაა არ იყოს ივანიშვილი. წერტილი. ამაზე სადისკუსიო არაფერია. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანაა მთავრობა შეიქმნას “ევროპული საქართველოს” ირგვლივ”…

გიორგი ვაშაძე: არა, გაერთიანებული ოპოზიციის ირგვლივ…

ნიკა გვარამიას კითხვაზე, გაერთიანებული ოპოზიციის ირგვლივ მთავრობის გაერთიანებაში თუ მიიღებს “ევროპული საქართველო” მონაწილეობას?

სერგი კაპანაძე: მაგრამ თუ ხალხმა გადაწყვიტა რომ მეტი ხმა აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და ვიდრე ჩვენ და სხვა ოპოზიციურ ძალებს…

გიორგი ვაშაძე: გაერთიანებულ ოპოზიციას, ასე გავდივართ ჩვენ არჩევნებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და “ქართული ოცნების” ნარატივს (თხრობა) ნუ გაიმეორებთ. ეს არის 1×1-ზე რასაც ამბობს “ქართული ოცნება” ტელეკომპანია “იმედის” მეშვეობით. უკეთესი იქნება თუ ამას არ გამოვიყენებთ. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ წინა არჩევნებზე თავისი შედეგები დადო სხვა ოპოზიციურ ძალებთან შედარებით.

ნიკა გვარამია: გაერთიანდებით თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის ირგვლივ?

სერგო კაპანაძე: თუ ისე იქნება, რომ გაერთიანებულ ოპოზიცია და სხვა ძალები შეძლებენ ერთად მთავრობის შექმნას, რა თქმა უნდა…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად