გიორგი ვაშაძე: საზოგადოებრივ მაუწყებელზე გიორგი გახარიასთან დებატების საკითხი გუშინ გადაწყდა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ Facebook-ის გვერდზე დაანონსა, რომ 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გიორგი გახარიასთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას.

“15 ოქტომბერს, 22:30-ზე გვიყურეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სადაც დაგეგმილია დებატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის – გიორგი ვაშაძე VS გიორგი გახარია.
დავიწყოთ აღმშენებლობა, დავამარცხოთ სიღარიბე!” – წერია ვაშაძის ანონსში.
“აიპრესი” ვაშაძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ როდის გადაწყდა დებატების საკითხი, რაზეც ვაშაძემ გვითხრა, რომ გუშინ გადაწყდა.
“გუშინ გადაწყდა ეს წილისყრით საზოგადოებრივ მაუწყებელში, სადაც “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ქართული ოცნება” მოხვდნენ ერთად დებატებში. შესაბამისად იქნება დებატები”, – ამბობს ვაშაძე.
კითხვაზე, დათანხმდა გახარია დებატებს? – ვაშაძე ასე პასუხობს:
“რა ვიცი, რა უფლება აქვს, არ მოვიდეს? თვითონაც ხომ მიიღეს მონაწილეობა ამ წილისყრაში?!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად