გიორგი ვაშაძე: საქართველოში, ბანკებს შორის კარტერული გარიგებაა და ამას ეროვნული ბანკი უწყობს ხელს

საქართველოში, ბანკებს შორის კარტერული გარიგებაა და ამას ეროვნული ბანკი უწყობს ხელს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და პრემიერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

“ზოგადად საბანკო სექტორს რაც შეეხება, დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ ევროპაში საშუალოდ კაპიტალთან მიმართებაში ბანკების მოგება არის 5-დან 7%-მდე. საქართველოში კი 26%. არ არსებობს არცერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ამხელა მოგება აქვთ ბანკებს. ეს ხდება იმიტომ, რომ არის კარტერული გარიგება, რომელსაც ხელს უწყობს და ხელს აფარებს ეროვნული ბანკი. შეთანხმებული პროცენტებით მუშაობენ და ამან გამოიწვია ასეთი გაძვირება”, – გვითხრა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად