გიორგი ვაშაძე: სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია ან ცდილობს, გადაუხვიოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრისას მიიღეს გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდეს, როგორც მართლმსაჯულების კუთხით, ისე სხვა მიმართულებით.

ვაშაძის განცხადებით, მიშელთან შეხვედრისას ოპოზიციამ ისაუბრა იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე, „ქართულმა ოცნების“ მმართველობის პერიოდში თვალშისაცემია.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია ან ცდილობს, გადაუხვიოს და რატომ? რადგან მას არ უნდა, ქვეყანაში ჩაატაროს დემოკრატიული რეფორმები. მას უნდა, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს მიტაცებული, მას არ უნდა ძლიერი ინსტიტუციები, თავისუფალი არჩევნები და უნდა, რომ იძალადოს ისევ საქართველოს მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, ნებისმიერ სხვაზე. ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს, თუ საქართველოში პროცესი გაგრძელდა ისე, როგორც დღეს ვითარდება.

ფაქტობრივად, საჯარო გამოსვლებში „ქართული ოცნების“ ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება არ უნდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დღეს მივიღეთ იმის გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით, სხვა მიმართულებითაც, რომელიც ამ დოკუმენტში არის გაწერილი“, – აცხადებს, მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი ვაშაძე.

კომენტარები
იტვირთება...