გიორგი ვაშაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შანსს „ქართულ ოცნებას“ არ მივცემ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ქართულ ოცნებას“ ამ ცვლილებების ჩაგდების შანსს არ მისცემს.

„ყველას აქვს თავისი გზა, ზოგი დატოვებს, ზოგი არ დატოვებს, მაგრამ სექტემბერში ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც უნდა გადავიდეთ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. „ქართულ ოცნებას“ ამ ცვლილებების ჩაგდების შანსს არ მივცემ. ერთადერთი სესია გვაქვს არჩევნებამდე დარჩენილი და ეს სესია არის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა. ჩემი ხმა სრულად პროპორციულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება. ჩვენი მთელი ფრაქცია აუცილებლად მხარს დაუჭერს ამ მიღწევას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება დასავლელი პარტნიორების გააქტიურება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე, პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო ბარიერს 5-დან 2 პროცენტამდე ამცირებს. ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხი იქნება საჭირო.

ცვლილებების მიხედვით, ასევე იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესიც და მაღალი კვორუმი წესდება.

კომენტარები
იტვირთება...