გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის რევანშისტული რიტორიკა წამგებიანია, მას წარსულის უკან დაბრუნება უნდა

“ნაცმოძრაობის” არგანვითარების მთავარი პრობლემა სააკაშვილია, ყველა ახალ წამოწყებას ებრძვის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ნაცმოძრაობის” მთავარი პრობლემაა, რომ არ ვითარდება და ამის მთავარი პრობლემა მიხეილ სააკაშვილია. შესაბამისად, რახან სააკაშვილი თავის რევანშისტულ რიტორიკას არ ცვლის, აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია მესამე ძალის გარეშე ხელისუფლების ცვლილება. უფუნქციოდ არის იქ ხალხი. გულწრფელად გეტყვით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა ახალი თაობისთვის გაეხსნა დიდი გზა და ამ ყველაფრის ფუნდამენტი თვითონ ყოფილიყო. ამის ნაცვლად სააკაშვილი ყველა ახალი წამოწყებას ებრძვის “ნაცმოძრაობაში”. ასე იყო 2012 წლიდან მოყოლებული ნებისმიერი წამოწყება. ამიტომ, ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს უწევს “ნაციონალური მოძრაობის” დატოვება.

2 წელი შევალიე, რომ შემეცვალა ქართულ პოლიტიკასთან სააკაშვილის მიდგომები. მე ეს ვერ შევძელი. წამგებიანია ის სროლი რაც მას უნდა – წარსულის უკან დაბრუნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...