გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის განცხადება ვიწრო პარტიული ინტერესებითაა ნაკარნახევი, ენმ-მა სამიზნედ ოპოზიცია აირჩია და არა ივანიშვილი

სააკაშვილის განცხადება ვიწრო პარტიული ინტერესებითაა ნაკარნახევი, ენმ-მ სამიზნედ ოპოზიცია აირჩია და არა ივანიშვილი, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე მესამე პრეზიდენტის და “ძალა ერთობაშია”-ს პრემიერობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ვაშაძე “აიპრესთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის გარიგებაზე საუბარი ნამეტანი იქნება. ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუდან მცირე ამონარიდს.

_ თქვენც და სხვა პოლიტიკოსებიც მუდმივად აცხადებდით, რომ კოალიციური მთავრობა უნდა იყოს და ამისთვის გქონდათ მზაობა. ამ ფონზე, როგორ გაიგეთ სააკაშვილის გაკეთებული განცხადება „ტვ პირველის“ ეთერში, როდესაც ის ამბობს, რომ ან „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის უმრავლესობით, ან ქვეყანა დაიღუპება?

_ ძალიან ცუდად. მე ეს გავიგე, როგორც ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გაკეთებული განცხადება და ალბათ გახსოვთ ჩემი ძალიან მკაფიო მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს კოალიცია. ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის სამიზნედ ოპოზიცია აირჩია და არა ივანიშვილი. მით უმეტეს აქ დარჩენილ ე. წ. ლიდერებს მიზანი აქვთ, რომ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ და რეალურად გამარჯვებისთვის არ იბრძვიან. ეს არ არის გამარჯვებისთვის გადადგმული ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს.

_ როდესაც სააკაშვილი და ივანიშვილი პოლარიზაციის თემით ერთმანეთს ასე ავსებენ, გარიგების ნიშნებიც ხომ არ დაინახეთ მათ შორის?

_ ჩვენ რომ ამას შევხედოთ ამ კუთხით, ეს ნამეტანი იქნება, თუმცა ბუნებრივ მოკავშირეებად იქცნენ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად