გიორგი ვაშაძე: რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე სტრასბურგში 2008 წლის ომის დროს რუსეთ-საქართველოს დავის ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულებას Facebook ზე ეხმაურება, სადაც წერს, რომ რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ უკანონო ქმედებებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ უკანონო ქმედებებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – წერს გიორგი ვაშაძე.

სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად