გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნების” სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს.

ერთიანი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები მორიგი სიცრუეა, ამიტომ “ქართული ოცნების” შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს.

“ქართული ოცნების” სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება. “ქართული ოცნება” არის ჩვეულებრივი მატყუარა პოლიტიკური ძალა მთელი დასავლეთის თვალში.

ჩვენ მარტო იმაში კი არ გვაქვს პრობლემა, რომ პროპორციულში არ გვეთანხმებიან პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირები, არამედ ასოცირების ხელშეკრულების ნაწილშიც გვაქვს პრობლემა, ამ მართლაც მატყუარა ადამიანების გამო. ჩვენ დავტოვეთ მოლაპარაკებები…ამ განცხადებებში ხო ჩანს ეს ხალხი მგონი ან მთლად ტვინში არ აქვთ, ან ცუდ მდგომარეობაში არიან, სხვა გზა არ აქვთ და ამიტომ თავს იშტერებენ”, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად