გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნება” თანხმდება რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს

“ქართული ოცნება“ თანხმდება, რომ საარჩევანო სისტემა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში.”,- ამის შესახებ, “ახალი საქართველოს” დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ თანხმდება, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, თუმცა ამისთვის დრო ითხოვეს.

“საკმაოდ მნიშველოვანი შეხვედრა იყო. პირველი, რასაც მივაღწიეთ – შევთანხმდით: “ქართული ოცნება“ თანხმდება, რომ საარჩევანო სისტემა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. ეს არის მათი თანხმობა. მათ ითხოვეს მეტი დრო, საკუთარი პოზიციების წარმოსადგენად. მომავალ პარასკევს გვექნება შეხვედრა.

ჩემს თვალწინ მე ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც ვერ დახაზეს მოდელი, როგორ შეინარჩუნონ ხელიოსუფლება. ერთადერთი რაც აღელვებთ ამ ადამიანებს, ეს არის ხელისუფლების შენარჩუნება. ძალიან კომიკურად გამოიყურებიან არგუმენტების გარეშე დარჩენილები. განაცხად გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად