გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნება” ახალგაზრდებთან კონტაქტს გაურბის

ამის შესახებ, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვწუხვარ, რომ, როგორც ჩანს, არ იქნება შეხვედრაზე ახალგაზრდული ჯგუფი წარმოდგენილი, სამოქალაქო სექტორი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” ახალგაზრდებთან კონტაქტს გაურბის. რაც ძალიან ცუდია.

რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, რომ წნეხი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის და რომელიც მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტით შევქმენით ხელისუფლებაზე, აიძულებს მას, რომ იფიქროს გამოსავალზე,”- განაცხადა გიორგი ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად