გიორგი ვაშაძე: “ქართულ ოცნებას” რამდენიმე თვე დარჩა

” მინდა მათ მივმართო, რომ „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე თვე დარჩა”- ამის შესახებ, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

„მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევა იყო ანტიკონსტიტუციური ქმედება ოცნების მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს აჩქარებენ, რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.

მინდა მათ მივმართო, რომ „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე თვე დარჩა და ნუ აჩუქებთ კონსტიტუციას საკონსტიტუციო სასამართლო “ქართულ ოცნებას” და მიიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად