გიორგი ვაშაძე პრეზიდენტს: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, არის გიორგი რურუას შეწყალება

“ქალბატონო სალომე, თქვენს ხელთ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და ეს არის გიორგი რურუას შეწყალება.”

ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა “რუსთავი 2-ის” ეთერში პრეზიდენტს  და მოუწოდა, რომ მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენოს და გიორგი რურუა გაათავისუფლოს.

გიორგი ვაშაძე მზად არის სალომე ზურაბიშვილს პირადად შეხვდეს, თუკი ეს შეხვედრა გადაწყვეტს პრობლემას.

“მინდა სალომე ზურაბიშვილს ამ ეთერის მეშვეობით ვუთხრა, რომ ქალბატონო სალომე, თქვენს ხელთ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და ეს არის გიორგი რურუას შეწყალება. მე ვითხოვდი, რომ დანიელსონთან შეხვედრის დროს, მოლაპარაკების პროცესში პრეზიდენტიც ჩართულიყო. არ მაქვს პრობლემა ეთერის გარეშე მივიდე და შევხვდე სალომე ზურაბიშვილს. თუ ეს გადაწყვეტას მოიტანს, არ მაქვს პრობლემა. არ მაქვს პრობლემა მე, დავხარო თავი და ვუთხრა, რომ შეთანხმებისთვის ეს საჭიროა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...