გიორგი ვაშაძე პრემიერს: რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს?

ამ შეკითხვით მიმართა “სტრატეგია აღმშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობის კანცელარიის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას   მოსახელობისთვის გასაწევი დახმარებების თაობაზე.

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს “კაპიკებს აძლევენ”, მაშინ, როდესაც სახელმწიფო დიდი მოცულობის სესხებს იღებს, რომელიც მოქალაქეებისვე გადასახდელია.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ პანდემიის დროს ჩატარებული კორუფციულ ტენდერებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ “ქართული ოცნება” უმძიმეს ვითარებაში აგრძელებს ქვეყნის ძარცვას.

“მინდა ვისაუბრო გუშინდელ ცინიკურ განცხადებებზე, რომელიც გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ. 5 მილიარდის ოდენობის სესხი აიღო საქართველომ, რაც ჩვენი გადასახდელია. რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? რატომ ეძლევათ კაპიკები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და რატომ მიდის მილიონები თქვენ ჯიბეში? ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ უმძიმესი კრიზისის დროს ფულის კეთებაზე ხართ გადასული. უნდა გააორმაგოთ ეს დახმარება, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ის, რომ ცინიზმით გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ, რომ კაპიკები გადმოგიგდეთ და ბედნიერები იყავით ამისგანო და მერე მილიონები თქვენს კომპანიებს გაუფორმოთ“, – განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალური დახმარებების მესამე ეტაპი დააანონსა.

დახმარებები რამდენიმე მიმართულებით გაიცემა:მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების 4 პაკეტი – რამდენს მიიღებენ თვითდასაქმებულები, სტუდენტები, მოსწავლეები და გაზის აბონენტები

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად