გიორგი ვაშაძე პრემიერ მინისტრს: სად უნდა მივიდეს ხალხი, რომ ვაქცინა გაიკეთოს?

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის განცხადებით ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა და ხელისუფლების უმოქმედობის გამო უამრავი ადამიანი იღუპება.

როგორც გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანა მოწინავე ადგილებზეა რთული კოვიდვითარების მხრივ და რეიტინგის ბოლოში ვაქცინაციის მხრივ. გიორგი ვაშაძის თქმით, ამის დადასტურებაა ისიც, რომ ევროკავშირმა მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნებში არ შეიყვანა.

“ბატონო ირაკლი, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ, თქვენი მოქმედებებიდან გამომდინარე ყოველდღიურად საქართველოში საშუალოდ 20 ადამიანი კვდება კოვიდის გამო. გუშინ როგორც იქნა გავიგეთ რომ გვეღირსა მილიონი ვაქცინა, მაგრამ მხოლოდ ვაქცინის ჩამოტანა არაფერს ნიშნავს, აუცილებელია დღე და ღამე სისტემური მუშაობა, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს. მე რაღაც ვერ ვხედავ თქვენი მხრიდან კამპანიას და მოწოდებას. სად უნდა მივიდეს ხალხი, რომ ვაქცინა გაიკეთოს? ვერ ვხედავ ვერანაირ კონკრეტულ ქმედებებს. სამწუხარო რეალობა შეიძლება იყოს, რომ ვაქცინა გვქონდეს, რომელიც ძლივს გვაღირსეთ და არ იყოს ვაქცინაცია. მეგობრებო სხვა თუ არაფერი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემამ მაინც უნდა შეგაწუხოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...