გიორგი ვაშაძე პოლიციას: თუ ჩემი მანქანა არასწორად დგას, დამაჯარიმეთ და ფურცელი გამომიგზავნეთ

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია, სადაც აქციის მონაწილეების სამი კარავი დგას. ადგილი რკინის კონსტრუქციით არის შემოღობილი, რომელსაც პოლიციის კორდონი იცავს. 

პარლამენტის შენობასთან თეთრი ავტომობილია გაჩერებული, რომელიც როგორც აღმოჩნდა, "ახალი საქართველოს" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ეკუთვნის. 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მას ავტომობილის ტერიტორიიდან გაყვანის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, მან ავტომანქანა ტერიტორიიდან მაინც არ გაიყვანა.

ვაშაძემ პოლიციელებს მოუწოდა დაეჯარიმებინათ და საჯარიმო ფურცელი მისთვის გაეგზავნათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად