გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს: თუ იცით ვინ არიან მთავარი გმირები კოვიდთან ბრძოლაში?

„ბევრი ისაუბრეთ პანდემიაზე და კოვიდზე, ბატონო მინისტრო, თუ იცით ვინ არიან მთავარი გმირები კოვიდთან ბრძოლაში? ალბათ, თქვენ არა, ექიმები, ექთნები არიან.”

ამ კითხვით მიმართა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელსაც დეპუტატები “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

„ბევრი ისაუბრეთ პანდემიაზე და კოვიდზე, ბატონო მინისტრო, თუ იცით ვინ არიან მთავარი გმირები კოვიდთან ბრძოლაში? ალბათ, თქვენ არა, ექიმები, ექთნები არიან. თუ გიფიქრიათ, რომ რაიმე იმ 5.6 მილიარდიდან, რაც ისესხეთ კოვიდის გამო, ამ ადამიანების სოციალური და საპრემიო უზრუნვეყოფისთვის გამოგეყოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ერთ-ერთი კვლევის შედეგებიდან ამონარიდი წაიკითხა:„სამწუხაროდ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის არცერთი კომპონენტი ექთნებს და მათი სოციალური დაცვის გაუმჯობესებას არ შეეხება, ამასთან, უკანასკნელ პერიოდში სამეციდინო პერსონალის მდგომარეობა კატასტოფულად გაუარესდა”.

“ეს არის ხალხი ვინც 24/7-ზე მუშაოდა, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ეზრუნა, თქვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე. ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგაწუხათ ამ საკითხმა დაინტერესებულიყავით და ამდენი მილიარდებიდან ორი კაპიკი მაინც გამოგეყოთ ამ ადამიანებისთვის?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...