გიორგი ვაშაძე: “ოცნების” დეპუტატები კიდევ ერთხელ აჩვენებენ რომ უბრალო ნოტარიუსები არიან

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენი მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიზანია, აქტიური დეპუტატები თანამდებობებს ჩამოაშორონ.

ვაშაძის შეფასებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების არაძალადობრივ პროტესტს შედეგი მოაქვს.

“მათი მიზანია, რომ უფლებამოსილება შეუწყვიტონ, რომ არ ჰყავდეთ აქტიური დეპუტატები პარლამენტში. კიდევ ერთი გამოცდა იქნება “ქართული ოცნების” დეპუტატების და კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ უბრალო ნოტარიუსები არიან პარლამენტში და მეტი არაფერი. და კიდევ ერთი, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და არაძალადობრივ პროტესტს მოაქვს შედეგი,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “კურიერთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად