გიორგი ვაშაძე “ოცნებაზე”: საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც დიპლომატებს უსმენდნენ

“დიპლომატიურ სტანდარტებს კი არა და საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინეს მათ, როდესაც დიპლომატებს უსმენენ”, – ასე გამოეხმაურა “მთავარი არხის” ეთერში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმაზე, რომ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება ცოტათი იყო აცდენილი დიპლომატიურ სტანდარტებს

“ეს კონვენციით დადგენილი ქმედებაა და ამას ბუნებრივია უმწვავესი რეაგირება მოჰყვებოდა.

საქართველო დასავლეთში რეპუტაციულად უმძიმეს მდგომარეობაშია. მარტო “ოცნება” არ იღებს ზიანს, ქვეყანა ზარალდება. შეხედეთ, ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს შეხვედრები ერთი ერთზე.

არ უნდათ დასავლეთში ურთიერთობა, როდესაც არ იციან სიტყვის ფასი რა არის და შეთანხმების ფასი რა არის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...