გიორგი ვაშაძე: ოპოზიციისთვის მთავარი არის შევთანხმდეთ საპარლამენტო არჩევნების თარიღზე და ამაში ოპოზიცია იყო ერთიანი

„დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელი გადაწყვეტილებით, დახურა ყოველგვარი საუბარიც კი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმებზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს საკითხი დაიხურა”.

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და დიპლომატების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო რაუნდი უახლოეს ხანში გაიმართება, სადაც, შესაძლოა, საუბარი იყოს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.

“ჩვენ ძალიან კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შემდგომი შეხვედრა, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ უკვე არჩევნების თარიღზე. ჩვენ, ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, რომ ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე, რადგან ვთქვით ამის გარეშე სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს. ჩვენთვის, ოპოზიციისთვის მთავარი არის შევთანხმდეთ საპარლამენტო არჩევნების თარიღზე და ამაში ოპოზიცია იყო ერთიანი. შევთანხმდით, რომ იქნება მესამე რაუნდიც, არ დავხურეთ ეს შესაძლებლობა. ვნახოთ, დაველოდოთ რას მივიღებთ. იმედს ვიტოვებ, შემდეგი შეხვედრისთვის უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი საკითხი, რაც დარჩა განხილვის თვალსაზრისით, ეს არის შემდგომი არჩევნების საკითხი და მხოლოდ მასთან ერთად არის საარჩევნო რეფორმაც და სხვა საკითხებიც.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გვინდა ამ ყველაფერს დავარქვათ გადადგმული ნაბიჯი, მაშინ აღარ ვიხილავთ რაღაცა სხვა ვარიანტებს, რომელსაც გვთავაზობდა „ქართული ოცნება“. შემდგომ შეხვედრაზე ვიხილავთ არჩევნების თარიღს. მოლოდინი მაქვს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად