გიორგი ვაშაძე: ოპოზიციას ხმების დაცვის საერთო მექანიზმი გვაქვს

ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა.

„ოპოზიციას ხმების დაცვის საერთო მექანიზმი გვაქვს, რომელსაც გამოვიყენებთ. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, ხმების პარალელური დათვლა, ეგზიტპოლი. ყველა მხრივ მომზადებულები ვართ, რომ „ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ. თუმცა არ მგონია რაიმე განსაკუთრებული მოხდეს. მოუწევს ოცნებას მარცხს შეეგუოს. ამისთვის აუცილებელია მაღალი აქტივობა”, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად