გიორგი ვაშაძე: ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

„ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებაში”.

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ ყველაზე სწორი იქნება, ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი.

„ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში ვერ აიღოს 43 პროცენტი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ყველა სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვაგებთ, სწორედ ამაზეა ორიენტირებული. ყველაზე სწორი იქნება, მესამე ძალა ჩამოყალიბდეს და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი, ყველა პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინოს, რათა ხალხს მივცეთ არჩევანი. არ არის არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. არ არის არჩევანი მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის. არჩევანი არის აწმყოსა და მომავალს შორის. მე ამაზე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ და იმედი მაქვს, პირველი ეტაპის კონსოლიდაცია მოხდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ხოლო შემდგომი ეტაპის კონსოლიდაცია უკვე მოხდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...