გიორგი ვაშაძე: “ნაცმოძრაობა” რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების ავტორები…

“ნაცმოძრაობა” რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების და განცხადებების გამკეთებელი ადამიანები ძალიან მაინტერესებს… “

ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში Facebook წერს.

შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გუშინ, 19 აპრილს გაიმართა.
დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

დღეს კი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის. ის ხელმოწერის პროცესს ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...