გიორგი ვაშაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის მხარდაჭერა არის მარცხის ფორმულა

“ჩვენ ვიცით, რომ მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში არჩევნებზე, სამწუხაროდ, ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს”.

ასე უპასუხა “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვას, ექნება თუ არა მისი მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში.

“რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ეს არის მარცხის ფორმულა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭერს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. ჩვენ ვიცით, რომ მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში არჩევნებზე, სამწუხაროდ, ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და სტრატეგია აღმაშენებლის პოზიცია. ამ საკითხზე არასწორია ახლა დისკუსია, საპატიმროშია ჯერ კიდევ პოლიტპატიმარი ნიკა მელია.

კანდიდატებზე არ გვიმსჯელია, რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას – მზად ვარ პერსონალური ამბიცია გადავწიო უკან. შეიძლება ჩემს გუნდს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ მე მზად ვარ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მძლავრ, საერთო კანდიდატზე ვიფიქროთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...