გიორგი ვაშაძე “ნაციონალურ მოძრაობას”: თქვენ ხართ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელები

პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის და პარტიის პრემიერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელია.

ამ შესახებ გიორგი  ვაშაძემ გადაცემა “ღამის მთავარში” განაცხადა.

“ნუ საუბრობთ დიდაქტიკური ტონით, იქედან გამომდინარე, რომ ვითომ მთავარი ოპოზიციური ძალა ხართ. მთავარი კი არა თქვენ ხართ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელები. რეალურად ასეა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ საქმეზე კონცენტრირებული ყოფილიყო არცერთხელ გიპასუხეთ ტალახის სროლაში, მუხედავად ამისა, დაკავებული ხართ ტალახის სროლით და ჭორების გავრცელებით”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, გაურკვეველია, როგორ უნდა შეასრულოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ის შეთანხმებები, რასაც ხელი მოაწერეს, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ერთპიროვნულ მმართველობას ემხრობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად