გიორგი ვაშაძე: მომავალში ეროვნული ბანკი უნდა გავაუქმოთ, ის საბანკო მონოპოლიის მხარდამჭერია

სესხების პროცენტის განახევრებას ვაპირებთ. ქართულ ბანკებს კაპიტალთან მიმართებაში 26%-იანი მოგების მარჟა აქვს. ევროპაში არის 6-7%, 10% მეორე კატეგორიის ქვეყნებშია, ჩვენთან არის 26%, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი რეგულაციას აწესებს ეროვნული ბანკი, მით უფრო ეცემა ლარის კურსი და მით უფრო ვღარიბდებით. ვაშაძე იმაზეც საუბრობს, როგორც წარმოუდგენია სესხების განახევრება.
“სესხების პროცენტის განახევრებას ვაპირებთ. ქართულ ბანკებს კაპიტალთან მიმართებაში 26%-იანი მოგების მარჟა აქვს. ევროპაში არის 6-7%, 10% მეორე კატეგორიის ქვეყნებშია, ჩვენთან არის 26%. ეროვნულმა ბანკმა საკუთარი პოლიტიკით მონოპოლისტური სისტემა ჩამოაყალიბა. საერთოდ ვფიქრობ, რომ მომავალში უნდა გავაუქმოთ ეროვნული ბანკი. იმიტომ, რომ საშინელებაა. ეს არის საბანკო მონოპოლიის მხარდამჭერი. რაც უფრო მეტი რეგულაციაა მისგან, მით უფრო ეცემა ლარის კურსი და მით უფრო ვღარიბდებით.
პროცენტების განახევრებას რაც შეეხება, ვაპირებ დავჯდეთ ბანკებთან – თქვენ ხომ გაქვთ ფინანსური რესუსრი ასე მოზიდული? არის ეს მონოპოლია. ეროვნულ ბანკს დავაწევინებთ რეფინანსირების განაკვეთებს და ყველაფერს და ვეუბნებით გაიაფეთ სესხი. პირდაპირ ვამბობ, კორონაკრიზისის პირობებში სუბსიდირება დაგვჭირდება. არა ისე, როგორც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, რომ სუბსიდირება მარტო “არქს”, M2-ს და M3-ს აქვს ხელმისაწვდომობა სუბსიდირებულ სესხებზე, არამედ ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს ჰქონდეს და ეს თანხა გამოვიყენო ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ბიზნესის გადარჩენისთვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად