გიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ქართულ პოლიტიკაში

” მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მოემზადოს”,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

“ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება საქართველოში დაბრუნებისას, ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს. მისივე განმარტებით, ამ ყველაფერს ხალხის არჩევანი განსაზღვრავს და არა კონკრეტული პიროვნება.

“კიდევ ერთხელ ვამბობ. მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობით” იმ მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობას, რაც “ნაციონალურ მოძრაობას აქვს”.

მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული ადგილი თუ გაინტერესებთ პოლიტიკაში, მე ვფიქრობ, როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლას შეძლებს, მერე ხალხმა გადაწყვიტოს კაცო. შემდეგ არჩევნებს დაელოდოს, 2024 წელს იქნება კიდევ საპარლამენტო არჩევნები. შეუძლია მოემზადოს და დაელოდოს. პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. მე ვფიქრობ, ამ ადამიანს (მიხეილ სააკაშვილსაც) აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში. ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს. მე და თქვენ კი არა”,-ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად