გიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს – არავის არ უნდა, რომ მისცეს ლიდერობის შესაძლებლობა

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” განვითარების არანაირი პერსპექტივა არა აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილს არ სურს, რომ ლიდერობის შესაძლებლობა სხვას მისცეს.

“მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც ახლა აძლევს არასდროს ახალი თაობის მიდგომებს გასაქანს “ნაცმოძრაობაში”. ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ უნდა რომ დაინახოს, არავის არ უნდა რომ მისცეს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, განვითარების პერსპექტივა “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც არაერთხელ. ვფიქრობ, რომ ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა რომ მას შევცვლიდით. აქედან გამომდინარე ვამბობს, რომ მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, პირდაპირ გეუბნებით, მინდოდა, მისი როლი სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ რეალობა არის ეს. ამიტომ მე და ჩემს გუნდს რაზეც არ გვაქვს გავლენის შესაძლებლობა, იმაზე გავლენას ვერ მოვახდენთ” -განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტვ “პირველთან” ინტერვიუში .

კომენტარები
იტვირთება...