მიხეილ სააკაშვილი რეალურად ქართული პოლიტიკიდან წასული არ ყოფილა, ის პოლიტიკის ნაწილია - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ პოზიციებთან დაკავშირებით, მობრუნდა თუ არ მობრუნდა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ის რეალურად წასული იყო ქართული პოლიტიკიდან, პოლიტიკის ნაწილია მიხეილ სააკაშვილი.

მე დღესაც მხარს ვუჭერ მის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას იმიტომ, რომ ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის პუტინის დავალებით ზის ციხეში „ქართული ოცნების“ ხელით, ეს არის პირდაპირ პუტინის დავალება. ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს რუსული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას და პუტინის სურვილების არ აღსრულებას საქართველოში, მე ყველაფერს დავუჭერ მხარს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.