გიორგი ვაშაძე: მე რასაც ვასხივებ დღეს, მიხეილ სააკაშვილმა მომცა შესაძლებლობა, როცა 23 წლის ვიყავი

“მინდა მიხეილ სააკაშვილის დიდი მადლობა ვუთხრა, ჩემთან დაკავშირებით არაერთხელ უთქვამს პოზიტიური სიტყვები, თუნდაც პრემიერობასთან დაკავშირებით” – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

.”მე და სააკაშვილის იმდენი საერთო გვაქვს ქმედებებში, იმ იდეებში, რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში.მე რასაც ვასხივებ დღეს, მე ვარ ის თაობა ადამიანების, 23-25 წლის ვიყავი როცა მიხეილ სააკაშვილმა მომცა შესაძლებლობა, ჩემი თავის რეალიზება მომეხდინა ქვეყანაში.

მე არ მეგულება სხვა ადამიანი, ისე კარგად ესმოდეს მიხეილ სააკაშვილის შორიდან, როგორიც მე ვარ და დარწმუნებული ვარ, ასე ესმის ჩემი” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის პრემიერის კანდიდატურად დაყენებასთან დაკავშირებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.

მაგალითად, “აიპრესთან” თაკო ჩარკვიანმა განაცხადა:

ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრს მოეწონა ეს აზრი, ძალიან ბევრს მოეწონა, მაგრამ უფრო გაუხარდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ყოფილიყო, რაც ნორმალურია. არის მესამე ნაწილი, რომელსაც სხვა კანდიდატი ჰყავს.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილს, მისი თქმით პარტიაში გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზე მსჯელობაც არ ყოფილა.

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩრდილოვან კაბინეტში არასდროს არ განიხილებოდა, არც დღეს განიხილება და არც მომავალში იგეგემება ამ კანდიდატურის განხილვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

რაც სეეხება თავად გიორგი ვაშაძეს, მან გუშინ ასეთი კომენტარი გააკეთა:

დავმშვიდდეთ, დავწყნადეთ, ყველაფერი ძალიან სწორად მიდის. ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან, ჩვენ გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ყველას ვთხოვ, ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში, ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რაც ჩვენს ოპონენტებს უნდათ”.

ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარია რა სჭირდება დღეს საქართველოს.

მისივე განცხადებით, მოსახლეობას ოპოზიციის ერთიანობისა და ურღვეობის იმედი აქვს, გარკვეული პარტიული, რადიკალური განცხადებები კი ამ ერთობას ხალხის თვალში აზიანებს.

გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა მის შესაძლო პრემიერობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

“ძალიან გამიკვირდა გუშინდელი რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ, რადიკალური განცხადებები. ხალხო, მე ჩემი კანდიდატურა ჯერ არ დამიყენებია პრემიერობაზე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში. ეს იყო გარკვეული მოსაზრებები, რომელიც ადამიანებმა გამოთქვეს. კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერცერთ შემოთხვევაში, დისონანსს, თუნდაც ასეთი განცხადებები ვერ შეიტანს ჩვენს ერთიანობაში. საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგოიმაში ძალაში, ერთად დგომაში რომელიც ჩვენ უნდა გავაერთიანოთ”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი მოსაზრებით, “ძალა ერთობაშია”-ს პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც, იმიტომ რომ ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამინებსაც, ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს და ამას ყველა დასავლური საარჩევნო კამპანია გვიჩვენებს.

“როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? ფართო საზოგადოებრივი დიკუსიის, ყველა ჩართულობით, იმისათვის რომ შევთანხმდეთ, არა იმისათვის, მე რა უნდა მინდა, არამედ, საქართველოს რა სჭირდება, ვის აქვს მეტი ნდობა საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, დავმშვიდდეთ, დავწყნადეთ, ყველაფერი ძალიან სწორად მიდის. ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან, ჩვენ გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ყველას ვთხოვ, ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში, ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რაც ჩვენს ოპონენტებს უნდათ”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად