გიორგი ვაშაძე: კითხვაზე პასუხი როცა არ აქვს, გადადიხარ აგრესიულ ქმედებაზე – მინისტრის მხრიდან ასეთი ქმედება საჯარო სივრცეში, მსგავსი არსად მინახავს

„ფაქტი არის ამაზრზენი, ამორალური და ყოველგვარ ნორმასა და პრინციპს გადასული. არ ვიცი, რომელ ქვეყანას უნდა შევადაროთ მინისტრის მხრიდან ასეთი ქმედება საჯარო სივრცეში, მსგავსი არსად მინახავს. როცა კითხვაზე პასუხი არ აქვს, შემდეგ გადადიხარ აგრესიულ ქმედებაზე”.

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელი ქმედების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებზე საჯაროდ ძალადობა მიუღებელია.

„ფაქტი არის ამაზრზენი, ამორალური და ყოველგვარ ნორმასა და პრინციპს გადასული. არ ვიცი, რომელ ქვეყანას უნდა შევადაროთ მინისტრის მხრიდან ასეთი ქმედება საჯარო სივრცეში, მსგავსი არსად მინახავს. როცა კითხვაზე პასუხი არ აქვს, შემდეგ გადადიხარ აგრესიულ ქმედებაზე. ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი. ვისაც პროტესტის გამოხატვა უნდა, 4 500 ლარამდე გაუზარდათ ჯარიმა „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო თვითონ პირდაპირ ეთერში ძალადობენ ჟურნალისტებზე და ამბობენ პოლიციელის მუნდირზე ვზრუნავთო. როცა ჯარიმას ზრდიან, რაზე ზრუნავენ, როცა ჟურნალისტებზე ძალადობენ? – 4 500-ლარიანი ჯარიმა პროტესტში მონაწილეებისთვის, თავად კი, ასე საჯაროდ პირდაპირ ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. წულუკიანმა პოლიციასთან მიმართებაში თქვა ვიღაცები მოიყვანესო, ამისთვის 4 500-ლარიანი ჯარიმა უნდა გამოუწეროს ახლა სასამართლომ წულუკიანს. ახლა გომელაურმა პოლიციელის მუნდირი უნდა დაიცვას და მას გამოუწეროს 4 500-ლარიანი ჯარიმა, ან მოითხოვოს სასამართლოში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” სამეგრელოს ბიუროს ჟურნალსიტს ემა გოგოხიას მიკროფონი წართვა. მინისტრმა “ფეისბუქში” დაწერა, რომ მიკროფონს არ დააბრუნებს და ამიერიდან, „მთავარი არხის“ მიკროფონით უნდა გვაუწყოს გაკეთებული საქმეების შესახებ.

კომენტარები
იტვირთება...