გიორგი ვაშაძე ხელისუფლების წევრებზე: კიდევ ახალ ოქროს საათებს ყიდულობენ

კიდევ ახალ ოქროს საათებს ყიდულობენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გიორგი ვაშაძე ხელისუფლების წევრებზე განაცხადა.

“5 მილიარდი მოგვცეს კორონასთვის საბრძოლველად. ამ თანხის დიდი ნაწილი ჯიბეებში წავიდა. შპს ზიმოს გადაურიცხეს, რომელმაც მყისიერად 120 000 ლარი დაუბრუნა, მერე ფიზიკურ პირებადაც მისცეს, ჯამში ნახევარ მილიონ ლარამდე დააბრუნა “ქართული ოცნების” ანგარიშებზე. შპს ედემი, ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანიები. ეს ხომ ოფიციალური მონაცემებია და კი არ იმალება. დადიან აგერ და კიდევ ახალ ოქროს საათებს ყიდულობენ. მე რომ მეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთში ნაყიდი საათები უკეთიათ მაჯაზე. რეალურად ერთმანეთს ეჯიბრებიან ვის უფრო მაგარი საათი ეკეთება და ვის უფრო მაგარი მანქანა ეყოლება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად