გიორგი ვაშაძე: იდეალური არ არის, მაგრამ ხელი უნდა მოვაწეროთ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ მისმა პარტიამ მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.

მისივე შეფასებით, შეფასებით, დოკუმენტი, მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, “რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია ყველამ ერთად ვაქციოთ დიდი შემობრუნების, დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად”.

“ჩვენ ამ ბრძოლაში გვაქვს ორი მთავარი ფაქტორის მხარდაჭერა,  ეს არის ჩვენი მოქალაქეები და მათი ურყევი ნება, იცხოვრონ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში; ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო.

შეთანხმება თავისი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს კომპრომისებს და სწორედ ამიტომ წარმოდგენილი 5-პუნქტიანი დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური. მას გააჩნია ხარვეზები, მაგრამ ერთობლიობაში შეთანხმება ქმნის პირობებს ქართული ოცნების სწრაფად და ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით ჩამოშორებისთვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...