გიორგი ვაშაძე: გონივრულია ხელისუფლების გადაწყვეტილება – ამ ნაბიჯით ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს

ნამდვილად გონივრულია ხელისუფლების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადყვანასთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლების შეთავაზებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე.

“ნამდვილად გონივრულია ხელისუფლების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადყვანასთან დაკავშირებით
ამით პირველ რიგში გადავარჩენთ ადამიანის სიცოცლეს და ჯანმრთელობას და მეორე ამ ნაბიჯით ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს საერთო სახალხო ბრძოლის საქმეა, რომლის შედეგები ჩვენს მონდომებაზე და აქტივობაზეა დამოკიდებული და მჯერა ეს აუცილებლად დასრულდება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებით!” – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

კომენტარები
იტვირთება...