გიორგი ვაშაძე: გარანტიას გაძლევთ, თუ “ოცნება” 43%-ზე ნაკლებს აიღებს ვადამდელი დაინიშნება

მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, თუ “ოცნება” 43%-ზე ნაკლებს აიღებს, საქართველოში დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ “მესამე ძალის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება შეახსენა, რომელმაც თქვა, რომ 1%-იც რომ აიღოს მმართველმა პარტიამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება.

მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, თუ “ოცნება” 43%-ზე ნაკლებს აიღებს, საქართველოში დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ამას დასავლეთისგან ექნება სრული მხარდაჭერა და ეს ძალიან კარგად იცის კობახიძემაც. ოღონდ შიდა აუდიტორიისთვის ამ გზავნილებს აკეთებს, რომ თითქოს არ ეშინია. რეალურად ამით საარჩევნო აქტივობის დაგდება უნდათ”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...