გიორგი ვაშაძე: ეს “ოცნების” ხელისუფლების ბოლო გაბრძოლებაა, გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს!

ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

“მე აქ მოვედი ახალგაზრდების მხარდასაჭერად. ეს არის ქართული ოცნების ბოლო გაბრძოლება ქართული ოცნების ხელისუფლების. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ვინც დგანან ახალგაზრდა ბიჭები, ისინიც ჩაებმებიან ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. უბრალოდ ჩვენ უნდა დავანახოთ, რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კანონს, ისინი კი არღვევენ კანონს. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს. მცხეთაში ხვალ გვექნება მშვიდობიანი მსვლელობა, ქუთაისშიც გვექნება მშვიდობიანი მსვლელობა. აქაც მოვალთ მშვიდობიანად.

იძალადებენ? ჩვენ ამ ძალადობას ყოველთვის არაძალადობას და მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად