გიორგი ვაშაძე: ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს “ქართული ოცნების” მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე

პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, აშშ კონგრესის მიერ საქართველოს დაფინანსების 15%-იანი შემცირების შესახებ მირებული გადაწყვეტილება უკვე აღარ არის საგანგებო განცხადება ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს.

” ეს უკვე აღარ არის საგანგებო განცხადება ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს “ქართული ოცნების” მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე. სამი მთავარი ასპექტი რის გამოც დაედო ეს სანქციები: 1. დემოკრატია, დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა; 2 – საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია; 3- ინვესტიციების და ბიზნესის  ხელის შეშლა ქვეყანაში” -განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ცნობისათვის: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი  დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ  საქართველოს ხელისუფლება  დგამს შემდეგ ნაბიჯებს, რათა

1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები;

2.  ებრძოლოს კორუფციას;

3. დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც  საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

ამასთან, კანონპროექტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და მედიის მხარდამჭერ პროგრამებს, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ მიმართულ პროგრამებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად