გიორგი ვაშაძე: ეს არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები,  ამაზე ტარდება რეფერენდუმი და არა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში

“ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები და ამაზე ტარდება რეფერენდუმი და არა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში.”

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა “მესამე ძალის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანის ინიციატივას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა და განმარტა ხალხს სჭირდება ხელისუფლების ცვლილება და არა კონკრეტული პირები ხელისუფლებაში.

“ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები და ამაზე ტარდება რეფერენდუმი და არა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში. ხალხს სჭირდება ცვლილებები, ხელისუფლების ცვლილება. არა კონკრეტული პირები ხელისუფლებაში, არამედ სიახლეები ხელისუფლებაში, საქმის მკეთებელი პროფესიონალები ხელისუფლებაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ისეთი ინიციატივები, რომელიც ამ მიზანს აგვაცდენს, არ არის მიზანშეწონილი. ჩამოსვლა და არ ჩამოსვლა მიხეილ სააკაშვილის, არ არის მთავარი ამოცანა დღეს საქართველოში,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თაკო ჩარკვიანმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს: ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი – მან ეს უკვე დაამტკიცა.

 

 

 

კომენტარები
იტვირთება...