გიორგი ვაშაძე: ძალიან დაბნეული იყო გახარია, მომეჩვენა, რომ რაღაცეებს ლაპარაკობდა, მაგრამ შინაარსი არ ჰქონდა

პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საგანგებო პრესკონფერენციაზე ძალიან დაბნეული იყო, რაც აჩენს ვარაუდს, რომ გართულებულ ეპიდსიტუაციასთან გასამკლავებლად საქართველოს მთავრობა მზად არ არის.

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ, რომელიც დღეს დილიდან თვითიზოლაციაში მეუღლესთან ერთად იმყოფება ტვ “პირველთან” ჩართვისას განაცხადა.

“ძალიან დაბნეული იყო გახარია, მომეჩვენა, რომ რაღაცეებს ლაპარაკობდა, მაგრამ შინაარსი არ ჰქონდა. ზოგად ფრაზებს ისროდა. ჩვენ გამართლების იმედზე ვიყავით აქამდე. ახლა ვფიქრობ, რომ სწორედ ის პროფესიონალიზმი კრიზისების მართვაში, რაც აკლია საქართველოს მთავრობას, ეს იჩენს თავს. კონკრეტულ ფაქტს ვამბობ, დილიდან ვნახეთ, რომ თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით გავრცელდა ინფოორმაცია. რომ არა ჩვენი თვითორგანიზება, არავინ კონტაქტზე არ გამოსულა. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობით ვეპყრობით ყველაფერს, მაგრამ სხვა ადამიანებთან ეს კონტაქტი შედგა? არ შემდგარა და ეს არის პრობლემა, რომ თუ კონტქატების მოკვლევით ვმუშაობთ, მაშინ კონტაქტებს რატომ არ ვიკვლევთ?” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთერთი ლიდერს, თაკო ჩარკვიანის კოვიდიინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც გაერთიანების ლიდერი გიორგი ვაშაძე და მისი თქმით, მასთან ბოლო დღეებში კონტაქტში მყოფი 110 ადამიანი თვითიზოლაციაში გადავიდა. გიორგი ვაშაძე: თაკო ჩარკვიანს ზუგდიდში შევხვდი, ღონისძიებაზე – დღეს გადავალ თვითიზოლაციაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად