გიორგი ვაშაძე: დიალოგის გასაგრძელებლად “ოცნებისგან” ადეკვატური პოზიციონირება უნდა დავინახოთ

მოდით ასე რადიკალურად ნუ ვისაუბრებთ, ანუ კონკრეტული საკითხებით, წინასწარ საუბარი, რომ ისინი ამას მოიტანენ და ჩვენ ამას ვიზავთ და ასე მოხდება, ეს ჩემი აზრით ნაადრევია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მისი თქმით, ცრუ მოლოდინების შექმნა არ უნდა.

კითხვაზე, შედგა ასეთი ტიპის მოლაპარაკებები, რომ ხელახალი არჩევნები გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს და ახლა მთელი ოპოზიცია ელოდება, რა პასუხს წამოიღებს არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილისგან? – გიორგი ვაშაძე ასე პასუხობს:

“მოდით ასე რადიკალურად ნუ ვისაუბრებთ, ანუ კონკრეტული საკითხებით. დიახ, ჩვენი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების ჩატარება. აქ ერთი კომპრომისი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, მაგარმ როდის და როგორ? კი ბატონო გაზაფხულზე, მაგრამ იქამდე დრო გვინდა საარჩევნო ცვლილებებისთვის, თუ ეს არ შეიცვალა, ისევ ამ კომისიაში ხომ არ მივალთ და თამარ ჟვანიას ხომ არ ჩავატარებინებთ?!

მაგრამ ეს ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ფასილიტატორები თანახმა არიან და ახლა ჩვენ დაგვრჩა რაღაც თანხმობა სხვა მხრიდან.

ჩვენ არაფერი არ განგვიხილავს, რაზე ვართ თანახმა. მეორე, ჩვენი მოთხოვნები წარვადგინეთ და საპირისპიროდ ადეკვატური პასუხები არ მოგვისმენია, ამიტომ წინასწარ საუბარი, რომ ისინი ამას მოიტანენ და ჩვენ ამას ვიზავთ და ასე მოხდება, ეს ჩემი აზრით ნაადრევია და ცრუ მოლოდინები არ მინდა შევქმნა.

რა თქმა უნდა ჩვენ მოთხოვნებზე იყო საუბარი როგორც ელჩებთან, ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან. არ ველოდებით, რომ მოთხოვნები წარვადგინეთ და აბა მოვა ახლა შემდეგ შეხვედრაზე და დაგვთანხმდება. მაგრამ, იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს, ადეკვატური პოზიციონირება მაინც უნდა დავინახოთ. თუ ისინი იტყვიან, რომ არაფერს თმობენ და წადით და იდექით ქუჩაშიო – ჩვენ ვიდგებით ქუჩაში და ბოიკოტირების რეჟიმში ვიქნებით. ასე გავაგრძელებთ ბრძოლას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად