გიორგი ვაშაძე: “დღეს ხადური დაიმალა”

"ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, არის ის რომ ხადური დაიმალა დღეს“, – აღნიშნული შესახებ გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ბიუჯეტის სამი თვის შესრულების საკომიტეტო მოსმენისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მთავრობას სავალუტო კრიზისიდან გამოსასვლელი კონკრეტული გეგმა არ აქვს. 

„მოდით ღიად ვთქვათ, რომ შეკითხვებზე პასუხი არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, არის ის რომ ხადური დაიმალა დღეს. ის არ მოვიდა განხილვებზე, რადგან მას ეშინია. მთავარი რასაც დღეს ხალხი მოელის მთავრობისგან, ეს არის კონკრეტული გეგმა, როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან ან თუნდაც შოკუნიებისგან, რომელიც ხადურმა თქვა. ეს გეგმა არ არსებობს და მანიპულაცია ხდება ციფრებით, საბოლოო ჯამში დღევანდელი დისკუსიის შედეგად საზოგადოებას დარჩება მხოლოდ გაუფასურებული ლარი – მოუმატებელი პენსია და დაკარგული სამუშაო ადგილები". – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიში იქნა წარმოდგენილი, რომელიც კომიტეტის წევრებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად