გიორგი ვაშაძე: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როცა ერთიანობის იდეამ გაიმარჯვა დაქსაქსულობაზე

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როცა ერთიანობის იდეამ გაიმარჯვა დაქსაქსულობაზე”, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისანში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

“დღეს არის დღე, როცა ეროვნული თანხმობის იდეა იმარჯვებს დაპირისპირებაზე, როცა აღმშენებლობის იდეა იმარჯვებს ამ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ხდება. მე ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა პიროვნებებმა კიდევ ერთხელ უჩვენეს მართლა ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასი. ჩვენ ვაკეთებთ არა იმას, თუ რა უნდა პარტიას ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, არამედ იმას რაც უნდა ხალხს და ხალხი ჩვენგან ითხოვს შეთანხმებას და თანხმობას. საქართველოს გააჩნია საოცარი პერსპექტივა განვითარების და საოცარი აღმშენებლობის პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ. ვფიქრობ, რომ დღვანდელი დღე არის ჩანასახი იმ სრულიად ახალი თაობის კოალიციური მმართველობის, რომელიც აუცილებლად 31 ოქტომბრის შემდეგ იქნება ქვეყანაში და იქნება ხალხის სამსახურში, ადამიანის გაჭირვებასა და პრობლემაზე ორიენტირებული”.-ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად