გიორგი ვაშაძე: დღეების საკითხია, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ პარლამენტში ვიხილოთ – მათგან განსხვავებით, „სირცხვილის კორიდორს“ არ დავახვედრებთ

„მელია თუ წამოვა „ნაცმოძრაობიდან“ და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი იქნება. საერთოდ შევცვლით პოლიტიკურ პროცესს“.

ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

„ჩემი გზა რომ სწორია ამას ისიც მიუთითებს, რომ უახლოეს დღეებში ნიკა მელია გათავისუფლდება, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს არის დღეების თუ არა, საათების საკითხი. ანუ, ჩვენი გზა სწორი აღმოჩნდა. დღეების საკითხია, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ პარლამენტში ვიხილოთ. პირდაპირ გეუბნებით, მათგან განსხვავებით ჩვენ „სირცხვილის კორიდორს“ ნამდვილად არ დავახვედრებთ. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე მძიმე, მათი პოლიტიკური საბჭოს წევრები დაგვხვდნენ პარლამენტთან, ოღონდ თვითონაც შედიან იმ პარლამენტში. ჩვენ იგივეთი არ ვუპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი აზრით, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი რომ არ ყოფილიყო, მედიატორების მხრიდან ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შემოთავაზებული არ იქნებოდა.

„მელიას საკითხმა შესაძლოა დააჩქარა ეს პროცესი, მაგრამ იქნებოდა თუ არა ამ ტიპის მედიაცია? – დიახ, იქნებოდა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ პროცესი შეიძლება გაწელილიყო, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან აქტიური ჩართულობა აუცილებლად იქნებოდა. ვფიქრობ, ასეც მოხდა. მელიას პროცესმა კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა, ანუ დააჩქარა“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...